Wednesday, June 24, 2015

აგრესია

                               აგრესია

აგრესია-სპეციფიურად ორიენტირებული ქცევა, მიმართული ყველა იმ დაბრკოლების მოსაცილებლად ან დასაძლევად, რომელიც ფიზიკური და\ან ფსიქიკური ორგანიზმის მთლიანობას უქმნის საფრთხეს. აგრესიის მოტივად გვევლინება ისეთი ზიანის მიყენება სხვისთვის ან სხვისი ინტერესებისთვის,რომელიც უკუაგდებს ფრუსტრაციისწყაროს.შედეგად კი სასიამოვნო ემოციურ ძვრას ელის.სწორედ ასეთი ძვრის მიღწევა არის აგრესიით მოტივირებული ქცევის მიზანი .









 ყოველდღიურ ცხოვრებას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ხშირია ძალადობის და აგრესიის მრავალი შემთხვევა, მათ შორის : თავდასხმა, ოჯახის წევრების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობა, მკვლელობა, გაუთავებელი დაპირისპირებები განსაკუთრებით მოზარდებს შორის და .. ყოველივე ამას საფუძვლად უდევს აგრესია, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული.  
     აგრესია - ეს არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ტიპის ქმედება, რომელმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მას.
   ფსიქოანალიტიკოსი . ფროიდი აღნიშნავდა, რომ ადამიანში დაბადებიდანვე არსებობს 2 სახის ინსტინქტი: სიყვარულის და სიკვდილის და მისის აზრით, სწორედ აგრესიაში ვლინდება სიკვდილის ინსტინქტი. აგრესიასაც ორ პლანში განიხილავდა - ინსტრუმენტულ და მტრულ პლანში. მტრულ აგრესიასთან გვაქვს საქმე, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს აყენებს ზიანს ან კლავს მას - ეს არის ინდივიდის მიერ სიკვდილისადმი პრიმიტიული ლტოლვის, ენერგიის გადატანა სხვა ადამიანზე, ან გარემოში არსებულ რაიმე ობიექტზე.  
    როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს აგრესიის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი, მათ შორის რამდენიმეს გამოვყოფდი:


  1)  ოჯახი - ოჯახში ადამიანს ყოველდღიურად სხვასხვა მოვალეობების, წესების შესრულება უწევს, მაგრამ ხშირის სიტუაცია, როცა ადამიანს სჭირდება დასვენება, განტვირთვა, მაგრამ ოჯახურ საქმიანობებს ვერ არიდებს თავს. ასეთ შემთხვევაში ხდება უარყოფითი ენერგიის დაგროვება და გარემოში არაადეკვატური აგრესიული რეაქციების გამოვლენა.
   2)  სამსახური და სწავლა- როდესაც ადამიანი დღის მანძილზე გაუთავებლად მუშაობს ან ახორციელებს გონებრივ აქტივობას, ეს იწვევს დღის ბოლოს ორგანიზმის აქტივობის რიტმის შენელებას. ამ დროს კი დასვენებაა საჭირო, მაგრამ თუ მუშაობის გაგრძელება წარმოადგენს მის ვალდებულებას, ამ დროს ის ღიზიანდება და აგრესიული ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად, ფსიქოლოგებმა შემოგვთავაზეს იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანმა წინასწარ უნდა ჩამოწეროს შესასრულებელი საქმიანობების სია, რაც ყველაზე რთულია იმით დაიყოს და დღის ბოლოსთვის იოლი საქმეები შემოიტოვოს რათა აგრესიის გამოვლენის ნაკლები შანსი არსებობდეს.
    რაც შეეხება სწავლას, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ენერგიის სწორად განაწილება, კერძოდ სტუდენტმა იოლ საგნებზე ნაკლები ძალისხმევა უნდა დახარჯოს და შედარებით რთული ლექციისთვის უნდა შემოინახოს ენერგია, მერამდენეც არ უნდა იყოს.
   3)  საკუთარი თავით უკმაყოფილება- ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბევრ ადამიანს აქვს კომპლექსები, რომელთა თავიდან აცილებას ყოველდღიურად ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ეს კი იწვევს გაღიზიანებას, რაც გამოვლენას ჰპოვებს ამ ადამიანების მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებში.    
   4)  ამინდი- ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ყოველდღიური ფუნქციობისთვის, ვინაიდან ხშირია შემთხვევები, როცა ინდივიდი თავის მომავალ აქტივობას წყვეტს მოსალოდნელი ამინდიდან გამომდინარე. როცა ამინდის პროგნოზსა და ამ ადამიანის სურვილს შორის თანხვედრაა,ამ შემთხვევაში მას ეუფლება სიხარულისა და კმაყოფილების განცდა, ხოლო როდესაც პირიქითაა, ადამიანში ეს აღშფოთებას და პროტესტის გრძნობას იწვევს, რაც აგრესიის გამოვლენის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.
 
5)  გარშემომყოფთა არაკეთილგანწყობა- დამეთანხმებით, რომ იშვიათია შემთხვევა, როდესვ ქუჩაში ვინმე დაგვეჯახება და ბოდიშს მოიხდის ან თავს დამნაშავედ გრძნობს. ესვადამიანმა შეიძლებ ერთხელ ან ორჯერ აიტანოს, მაგრამ როცა ეს სისტემატურ ხასიათს მიიღებს, ეს ადამიანს თავს მოაბეზრებს და მის გაღიზიანებას გამოიწვევს, რაც შეიძლება ჩხუბითაც დამთავრდეს.
   6)  საცობები ქუჩაში და დაგვიანების შიში- როდესაც დილით სამსახურში გვაგვიანდება და ამ დროს საცობში მოვყვებით, დიდი შანსია იმისა, რომ ძალიან გავღიზიანდეთ, რადგან ეს დაგვიანება  შესაძლოა ჩვენი მომავალი პრობლემის მიზეზი გახდეს და ამის გამო ძალიან ვღელავთ.
   7)  ეკონომიკური მდგომარეობა- ადამიანს აქვს ყოველდღიურად სხვადასხვა მოთხოვნილებები, მაგრამ ნაკლებია იმის შანსი რომ ეს მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს უბრალოდ იმის მიზეზით , რომ მას ამის საკმარისი თანხები არ აქვს. ეს მდგომარეობა ადამიანს ძაბავს, უკარგავს კეთილგანწყობილებას სხვა ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისაც ამის შესაძლებლობებიც აქვთ და სახსრებიც.  
       ყოველივე აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, თუ რამდენად შესაძლებელია აგრესიის თავიდან აცილება.
    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ ადამიანი აგრესიას თავის დროზე ვერ გამოავლენს, მაშინ ის გადროვდება და ერთ დღესაც "აფეთქდება" . აგრესილობა ადამიანის ორგანიზმიდან შეიძლება განიდევნოს ახლობლებთან პრობლემებზე საუბრით, ხოლო ბავშვების შემთხვევაში ეს როლი შეიძლება დავაკისროთ თამაშს და მათთან აღმზრდელობით საუბრებს.  
   ცნობილი ფაქტია, რომ იაპონიაში არასასურველი ან საძულველი ადამიანების ფიტულებს სახლში ურტყამენ გამეტებით, და ამგვარად დევნიან აგრესიას და გამოდიან დაძაბული მდგომარეობიდან.

                
    აგრესია (ფროიდის მიხედვით)



ფროიდის მიხედვით აგრესიის წარმომშობი მიზეზი ეროტიკული უკმარისობა და სექსუალური ცხოვრების უარებია. ადამიანი ადამიანისთვის მუდმივად არის ცდუნების ობიექტი, რომ აქციოს იგი საკუთარი აგრესიის დაკმაყოფილების საშუალებად. აგრესია შესაძლებელია იყოს გარეთ მიმართული ან შიგნით მიმართული. ადამიანი რაც უფრო ზღუდავს გარეთ მიმართულ აგრესიას, მით უფრო მომთხოვნი ხდება საკუთარი სუპერ-ეგოს მიმართ. ფროიდის მიხედვით გარეთ მიმართული აგრესია სადიზმია, რომელიც კაცებს უფრო ახასიათებთ, ხოლო შიგნით მიმართული აგრესია-მაზოხიზმი, რომელიც ქალებს მეტად ახასიათებთ კაცებთან შედარებით. ფროიდის ამ მოსაზრების გასამართლებლად შემიძლია მოვიყვანო ის მაგალითი, რომ ომებში თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა კაცია. კვლევების მიხედვით დეპრესია ქალებს მეტად ახასიათებთ, რაც შიგნით მიმართული დესტრუქციული ლტოლვების შედეგად შეიძლება განვიხილოთ. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ შიგნით მიმართული აგრესია საშიშია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის და იგი ხელს უწყობს თვითგანადგურების პროცესს.
მივყავართ თუ არა აგრესიის გამოხატვას ბედნიერებამდე? ფროიდის მიხედვიტ ადამიანს ლტოლვების ორი კატეგორია სექსუალური და დესტრუქციული(აგრესიული) ლტოლვები წარმართავს. სექსუალური ლტოლვების დაკმაყოფილება იწვევს “ბედნიერებას''. ბედნიერება ფროიდს გამოყენებული აქვს, როგორც ჰომეოსტაზის, წონასწორობის აღდგენა. აღმოცენებული ლტოლვა არღვევს ფსიქიკური წონასწორობის პრინციპს და მხოლოდ დაკმაყოფილების შემთხვევაში ხდება წონასწორობის აღდგენა. შესაბამისად დესტრუქციული ლტოლვების გამოხატვას უნდა მივყავდეთ წონასწორობის აღდგენამდე, ანუ ბედნიერებამდე. მაგალითისთვის მოვიყვან ჩაკ პალაკინის წიგნს “მოჩხუბართა კლუბი". სიუჟეტის მიხედვით პერსონაჟები ფსიქოლოგიური სეანსების ნაცვლად შვებას მიწისქვეშსა ჩხუბებში პოულობენ.
რა საშუალებებით ხდება აგრესიის მართვა? ფროიდის მიხედვით ადამიანს თავად აქვს შიგნით მაკონტროლებელი ორგანო-“სუპერ-მე'', სწორედ მას მიეწერება სინდისის ფუნქციები და დანაშაულის გრძნობა რომელიც აღმოცენდება სოციალურად არასასურველი ქცევის ჩადენის შემდეგ. დანაშაულის გრძნობასთან ერთად ჩნდება დასჯის მოთხოვნილება. ყველაზე შესაფერისი იქნება თუ მას სიყვარულის დაკარგვის შიშს ვუწოდებთ. როდესაც ადამიანი კარგავს მფარველის (ღმერთი...) სიყვარულს, იგი დაუცველად გრძნობს თავს სხვა და სხვა საფრთხის წინაშე. ადამიანები მუდმივად აძლევენ თავს დანაშსაულის ჩადენის უფლებას თუ ამის შესახებ ავტორიტეტი ვერ გაიგებს, ან არ დაისჯებიან. ამ შემთხვევაში მათი შიში მხოლოდ მხილების შიშია. სინდისის ძალაუფლებას სუპერ-ეგოში უბედურება აძლიერებს. სანამ ყველაფერი კარგადაა, ადამიანის სინდისი რბილი და დამთმობია, მაგრამ როგორც კი რაღას უბედურება დაატყდება თავს, საკუთარ თავში იკეტება, აღიარებს რომ ცოდვილია და ცოდვების გამოსყიდვას სხვა და სხვა გზით ცდილობს, მაგალითად მარხვით. რეალურად, მარხვა, რა ტიპისაც არ უნდა იყოს ის, არის სუპერ-ეგოს გადატვირთვა. ამრიგად, დანაშაულის გრძნობის ორი წყარო არსებობს: ავტორიტეტის წინაშე შიში და შიში სუპერ-ეგოს წინაშე. პირველი აიძულებს ადამიანს უარი თქვას ლტოლვების დაკმაყოპილებაზე, მეორე კი სჯის მას, რადგან აკრძალული სურვილების არსებობა სუპერ-ეგოს ვერ გამოეპარება. ყოველი ახალი უარის სინდისის დინამიური წყარო ხდება და ყოველ ჯერზე აძლიერებს მის ძალაუფლებას და შეუწყნარებლობას. პარადოქსს ვერ ავცდებით-სინდისი ლტოლვებზე უარის თქმის შედეგია. ანუ ლტოლვებზე უარი ქმნის სინდისს, რომელიც შემდგომ მუდამ მოითხოვს ახალ ახალ სურვილებზე უარის
თქმას.

      
ტელევიზიის გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე

ტელევიზია საოცარი გამოგონებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს სახლიდან გაუსვლელად, ღილაკზე თითის ერთი მიჭერით ვეზიაროთ ცხოვრების საკვირველ ფერადოვნებას და დედამიწის ნებისმიერ წერტილში გადავადგილდეთ სულ რამდენიმე წამის განმავლობაში. მრავალფეროვან პროგრამათაგან ჩვენ შეგვიძლია ის გადაცემები ავარჩიოთ, რომლებიც უფრო მოგვწონს: გადაცემები ბუნებაზე, უცხო ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებზე, დოკუმენტური ისტორიული ფილმები, მუსიკალური შოუ და ტელეთამაშები, კომედიები, ტრილერები, “ბოევიკები”, სათავგადასავლო, ეროტიკული თუსაშინელებათაფილმები და .. მართალია, თითზე ჩამოსათვლელი, მაგრამ ჩვენი ბავშვებისთვისაც არსებობს სპეციალური ტელეგადაცემები, რომლებიც ცდილობენ პატარებში სიკეთის, თანაგრძნობის უნარის, სხვისთვის დახმარების გაწევის სურვილის გაღვივებასა და განმტკიცებას. ასეა თუ ისე, ეჭვგარეშეა, რომ ტელევიზიის მეშვეობით ბავშვი უდიდესი მოცულობის ინფორმაციას იღებს იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ცხოვრობს.
ტელევიზია ჩვენს ყურადღებას იპყრობს, ერთის მხრივ, თავისი დინამიურობით, მიმზიდველი რეჟისურითა და ლამაზი გადაღებებით, ხოლო მეორე მხრივ, მახეში გვიტყუებს, აღგვაგზნებს ავკაცობის, ძალადობის, ხიფათისა და სექსის სცენებით. სატელევიზიო პროგრამები გადატვირთულია დანაშაულებათა აღწერით, ძალადობისა და სექსუალური ეპიზოდების დემონსტრირებით. გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ გვინდა ეს თუ არა, ჩვენს ბავშვებს თვალწინ ყოველდღიურად უტრიალებს შეიარაღებული თავდასხმების, დაუნდობელი ჩხუბების, დაბომბვების, ძალადობით სიკვდილის უსაზღვროდ დიდი რაოდენობა.
 
                                                                     გამოკველევები     ცხადყოფს
:
ძალადობის სცენების შემცველი ფილმების ყურება აბსოლუტურად ყველა ასაკის (დაწყებული სკოლამდელებით და დამთავრებული თინეიჯერებით) ნორმალური ბავშვის ქცევაში სისასტიკის გამოვლინების გაძლიერებას იწვევს. ბავშვები, რომლებიც 3-4 საათს ატარებენ ტელეეკრანთან, მნიშვნელოვნად უფრო აგრესიულები არიან ტელევიზორისარამოყვარულთანატოლებთან შედარებით.

ფილმებში ასახული სისასტიკის სცენები შესაძლოა დანაშაულებათა ზრდის ერთ-ერთი მიზეზიც იყოს. მაგალითად, ფილმმამტრები” (მაფიოზურ კლანთა ომის შესახებ) შთააგონა 12 ნიუ-იორკელ ახალგაზრდას გაერთიანებულიყვნენკლანადდა თავს დასხმოდნენ მიწისქვეშა გადასასვლელებს, ავტობუსთა მგზავრებს, სანამ პოლიციას არ ჩაუვარდნენ ხელთ. არაა გამორიცხული, რომ ფილმებში ნანახმა თვითმკვლელობის სცენებმა სუიციდის შემთხვევათა გახშირება გამოიწვიონ.
ბავშვები, რომლებიც ხშირად უყურებენ ძალადობის შემცველ ფილმებს, უფრო ადვილად ეგუებიან თანატოლთა მტრულ და აგრესიულ ქვევებს. მათში გაცილებით ნაკლებადაა გამოხატული ემოციური რეაქცია და ძალადობისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. ჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ ძალადობაში არაფერია უჩვეულო და სისასტიკის გამოვლინებები ყოველდღიურ ცხოვრებაში სავსებით დასაშვებია. ბევრ ქვეყანაში ამ პრობლემას საკმაოდ სერიოზულად ეკიდებიან. მაგალითად, ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში სისასტიკისა და ძალადობის სცენების შემცველი ფილმების ტელეეკრანით ჩვენება კანონითაა შეზღუდული.
ტელევიზიასთან ერთი შეხედვით ნაკლებად დაკავშირებული პრობლემაა არასწორი კვება. რაც უფრო მეტ ხანს უყურებს ბავშვი ტელევიზორს, მით უფრო ნაკლებად მოძრაობს ის და ნაცვლად იმისა, რომ ნორმალურად ისადილოს ან ივახშმოს, ხშირადწაილუკმებსხოლმე. ეს კი, თავის მხრივ, ჭარბწონიანობასა და სხვა პრობლემებს გამოიწვევს.
სამწუხაროდ, არაჯანსაღ ჩვევათა ფორმირებაში არსებით როლს ასრულებს სატელევიზიო რეკლამა, რადგან ის ხშირად გვთავაზობს სწრაფი მომზადების ნაირგვარ კერძს, ცხიმის, ქოლესტერინის, შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის პროდუქტებს. რეკლამა ბავშვთა აუდიტორიაზე საგრძნობ გავლენას ახდენს. ბავშვები, რომლებიც ტელევიზიას დიდ დროს უთმობენ, გაცილებით ხშირად სთხოვენ მშობლებს და ყიდულობენჩიპსებს”, კოკა-კოლას, “ჰოთ-დოგს”, “ჟელიბონსდა სხვა რეკლამირებულ, უკეთეს შემთხვევაში უსარგებლო ნაწარმს, ვიდრე დანარჩენი მათი თანატოლები. თანაც პატარები მთელი სერიოზულობით თვლიან, რომ ტკბილეული საოცრად სასარგებლოა, ან რომელიმე ბურბუშელა მათ აუცილებლად გააღონიერებს და გააჯანსაღებს.
ტელევიზია ასევე გვაჩვევს აზრს, რომ ალკოჰოლური სასმელების მიღება საყოველთაოდ მიღებული და უვნებელია. ეკრანზე ფილმის პერსონაჟები ხშირად მიირთმევენ სპირტიან სასმელს და იშვიათად ხდება ისე, რომ დადებითმა, მაყურებლისთვის სიმპათიურმა გმირმა მთელი ფილმის განმავლობაში არ დალიოს თუნდაც ერთი სირჩა. კინოგმირთა გვარიანი შეზარხოშებაც სცენარის მიხედვით თითქმის არასოდეს იწვევს სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს.https://drive.google.com/open?id=0B3YMSDQesQD3Nnk4WFZaSWs0NTA&authuser=0

No comments:

Post a Comment